LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოწმეებთან დაკავშირებული ისტერია არ დასრულდა არავის მოუნდება ითანამშრომლოს პოლიციასთან-ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადება

128
18491799-1537278609629967-9176932382074521650-o (1)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა,რომ თუ მოწმეების ირგვლივ ეს ისტერია არ დასრულდა არავის მოუნდება ითანამშრომლოს პოლიციასთან. იგი სახალხო დამცველთან შეხვედრასა და საუბარს ითხოვს.

ჭკადუას განცხადებით მისი დაცვის ქვეს მყოფმა იაკობ ბრეგვაძემ ყველაფერი განაცხადა პოლიციაში რაც იცოდა, მან დარეკა უწყებაში,მაგრამ მას არაფერი გადაუღია,რაც ამოღებული კამერიდან და ექსპერტიზიდან ჩანს.

ადვოკატმა ასევე დასძინა,რომ აპირებენ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას და ყველაფრის გადაღებას იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ მოხდეს რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიდეს.

შეგახსენებთ,რომ შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარი და უკუკავშირი 7 ივლისს გაასაჯაროვა.  იაკობ ბრეგვაძე არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, ვახო ახვლედიანთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის ინციდენტის დროს მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. 112-ში დარეკვის შემდეგ კი, ის თბილისში სამართალდამცავებმა ჩამოიყვანეს. სწორედ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ აქვთ უფლებადამცველებს მის მიმართ კითხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g