თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევანია.
,,ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. ,,ქართული ოცნების” ანტიევროპული მოქმედებები არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი”, – წერს როიტენი.
l regret the situation in Georgia has come to this. Georgian Dream’s anti-European crackdown leaves us no choice.
— Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) May 7, 2024
If the Parliament adopts the Russian law, the EU will be compelled to suspend Georgia’s candidacy.
This is Mr Ivanishvili’s choice to make. #NoToRussianLaw pic.twitter.com/a4nywgTf0W