ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის გარდა შეზღუდვებისა, აუცილებელია, რეკომენდაციების დაცვა. სხვა გზა არ არსებობს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საკმარისი არ არის.
ის ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ აცრა როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
თბილისი 321, იმერეთი 121, შიდა ქართლი 52 - 28 იანვრის კოვიდსტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 675-ს შეადგენს.
”უცხოურ ოფიციალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, ზომები როგორ გამკაცრდა. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის.
საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოში უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება, 72 % – ზე არის ასული. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ კატასტროფული მატება არ იქნება. რ
ატომღაც, ძალაინ ბევრს უკვე დაავიწყდა, ორი თვის წინ რა ხდებოდა საქართველოში. ვიმეორებ, მთავარი და ძირითადი შეზღუდვების მოხსნის პერიოდში იქნება პირბადეების ტარების მომატება. თუ ამას არ მივეჩვიეთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს”. – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კოვიდ-19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა
