LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 %-ზე ავიყვანთ, ეპიდემია მალე შეკავდება – გამყრელიძე

125
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს აუცილებელი რეგულაციების დაცვისკენ და განსაკუთრებულ ყურადღებას პირბადის ტარებაზე ამახვილებს.

„გთხოვთ ყველას, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აცრებისკენ და მოგიწოდებთ პირბადის ტარებისკენ. 50 %-ზე დაბლა ჩამოვიდა და 47 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი. მაჩვენებელი უნდა ავწიოთ 70-75-მდე, 85-მდე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარია აცრებთან ერთად. ყველგან ვატაროთ პირბადე 3 თვე. ყველა ადამიანმა, თუ 95 %-ზე ავიყვანთ ამ მაჩვენებელს, დარწმუნებული იყავით, რომ ეპიდემია გაცილებით მალე შეკავდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აცრების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია და ახლა, მთავარია ეს ტემპი არ შემცირდეს.

” მთავარია, როგორმე აცრის ტემპი არ შევამციროთ, პირიქით. სექტემბერში გვქონდეს რაც შეიძლება მეტი. 30 ათასი იქნება კარგი, მაგრამ ჩვენ დღეს შეგვიძლია 40 ათასი აცრა გავატაროთ დღის განმავლობაში. თუ ჩვენ დღეში საშუალოდ გვექნება 30 ათასი აცრა სექტემბერში ანუ მილიონ აცრას გავაკეთებთ, აგვისტოში გავაკეთეთ 700 ათასი აცრა, მაშინ ეპიდვითარება უფრო სწრაფად გამოსწორდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება არსებულ ეპიდსიტუაციას, გამყრელიძის თქმით, „დღეს პირველად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ 10%-ს ჩამოსცდა”.

“ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა საერთოდ და ასევე, ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა, ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე, „კუდი ჩამოსწია ქვემოთქკენ“. ფერდი, პიკი გადაიარა და ქვემოთკენ მოდის ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები“, – აცხადებს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g