LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ პროკურატურა სიზმრების შესახებ დაიწყებს დაკითხვებს, ძალიან საინტერესო იქნება” – გია აბაშიძე

abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დეპუტატ ეკა ბესელიას პასუხობს. აბაშიძის თქმით, ბესელიას მწვავე რეაქცია მის შეფასებაზე მიანიშნებს, მისივე ვარაუდის სისწორეზე.

როგორც აბაშიძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, ექსპერტების საქმე ვარაუდია, ის ზოგჯერ მართლდება და ზოგჯერ არა, პროკურატურა კი ამ ვარაუდებზე ან “სიზმრებზე” გამოკითხვას არ უნდა იწყებდეს.

“ჩემი სტატუსი მიზნად ისახავდა იმ ვარაუდების გამოთქმას, რომელიც მმართველ გუნდში არსებობს. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ აიტაცა ქართულმა მედიამ. მე ვვარაუდობ, გუნდში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც ნაწილობრივ გამართლდა.

ჩემი ვარაუდი აღიქვეს როგორც ზღაპარი, სიზმარი, თითქოს პროკურატურის დასაკითხი ვარ… თუ პროკურატურა სიზმრების და ვარაუდების შესახებ დაიწყებს გამოკითხვა-დაკითხვებს, ძალიან საინტერესო იქნება.

ეს მწვავე რეაქცია მიანიშნებს ერთს – “ქართულ ოცნებაში” დაიწყო მწვავე კრიზისული პერიოდი. მიზეზები ძალიან ბევრი და ღრმაა, ასევე საკმაოდ შორს მიდის, სადღაც 2017-ში. გუნდში არსებული კრიზისი გამოვლინდება იმით, რომ მოხდება გარკვეული ადამიანების გამოყოფა გუნდიდან. იქნება ეს ქალბატონი ბესელია, თუ სხვები. ესეც ჩემი ვარაუდია. შეიძლება ისევ გასაღდეს, როგორც სიზმრად… მაგრამ მე ვვარაუდობ, ანალიტიკოსები ასე ვარაუდობენ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ მართლდება, ზოგჯერ – არა,” – განაცხადა გია აბაშიძემ “ფორტუნასთან”.

ეკა ბესელიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძეს ვაი ექსპერტი უწოდა. ბესელიას თქმით, ამ ვარაუდების გამო, აბაშიძე უნდა დაიკითხოს.

„ჩემი კომენტარი ეხებოდა „ვაი ექსპერტს“. აბაშიძეს საერთოდ არ განვიხილავ ექსპერტად. ჩემი კომენტარი გავაკეთე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელი შეუწყო ყალბი გვერდების შექმნას, ნიუსების ტირაჟირებას.

ამ ადამიანმა თვითონ უპასუხა თავისივე შექმნილ სტატუსს, თქვა რომ ვარაუდები იყო, სიზმარი ნახა ვაკის პარკში. ეს სიზმარი მოუყვეს პროკურატურას. დაკითხონ და წყარო დაასახელოს. მე არ მაინტერესებს ასეთი არასერიოზული თემების კომენტირება, მე მაინტერესებს, ასეთმა ადამიანებმა პასუხი აგონ იმისთვის, რომ სხვები იყვნენ დაცული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას გაღიზიანება გია აბაშიძის ამ სტატუსმა გამოიწვია:

“?რა მინდოდა ამ ე.წ. ბედობაზე ვაკის პარკში?!.. საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგე დღემდე სანდო [ხვალ თუ დადასტურდა ეს ამბავი, ვაღიარებ, რომ მუდმივად იგი ყურადსაღებია] წყაროსგან [ვერ ვამჟღავნებ – Chatham House rules].

❗ხვალიდან, ‘ნაპახმელიარზე’, პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა.

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”.

❗სროლა დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა ამბავი.

როგორც ამ ცნობილი ფილმის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ამბობს – When you have to shoot, shoot, don’t talk! [როცა გიწევს გასროლა, ისროლე, ნუღარ ლაპარაკობ!] ხვალ, წესით, ივანიშვილი დასწრებაზე ითამაშებს.

?ძალიან შოკირებული ვარ და იმედგაცრუებული. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან.

❗ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.

დაველოდოთ, ხვალინდელ სხდომას როსტომ მეფის სასახლეში…

და დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ ‘კომპრომატების ომს’…

P.S. წავედი ახლა, მივხედავ უცხოელ სტუმრებს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები