ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს.
მისივე განმარტებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემია დაიწყოს, რაც არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებაზე უარყოფით გავლენას იქონიება.
„წინ გველის შემოდგომა-ზამთარი. შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემია დაიწყოს. შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციაში. ასეთი გაზრდილი შემთხვევების ფონზე და ასევე, მომატებული სიკვდილიანობის ფონზე, თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
