LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საექსპერტო დასკვნები გამოკვეთს, რომ არსებობს პრობლემები და  ეს პროექტი გადაკეთებას ან შეცვლას არ ექვემდებარება, მაშინ „ნამახვანჰესი“ არ უნდა ავაშენოთ: ექსპერტი

92
გია არაბიძე 33

თუ საექსპერტო დასკვნები გამოკვეთს, რომ არსებობს პრობლემები და  ეს პროექტი გადაკეთებას ან შეცვლას არ ექვემდებარება, მაშინ ასეთი პროექტი არ უნდა ავაშენოთ. ამის შესახებ ენერგოექსპერტმა გია არაბიძემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროტესტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა „თუ შეიძლება ამ პროექტის გადაკეთება, (შეიძლება გადასაკეთებელიც არაფერია), მაშინ ერთი დღეც არ უნდა დავაგვიანოთ და მის მშენებლობაზე“.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აცხადებს, რომ ჰესების დაპროექტებისა და მშნებელობის დროს 4 მთავარი პირობის დაცვაა აუცილებელი.

ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური: გია არაბიძე

“ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის ასამუშავებლად და გასაკეთებლად 4 მთავარი პირობაა აუცილებელი.

ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ეს სადგური ენერგეტიკულად იყოს საჭირო.

როგორც ენერგეტიკოსი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე და არც ასაკი მაქვს ძალიან თინეიჯერული, ვაცხადებ, რომ „ნამახვანჰესის“ მილიარდნახევარი კილოვატი ენერგია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ელექტრული სისტემის საიმედოობისათვისა და უსაფრთხოებისათვის.

გარდა ამისა, ეს ელექტრული ენერგია აუცილებელია იმისათვის, რომ  ექსპლუატაციაში შევიყვანოთ განახლებადი ელექრული ენერგია. „ნამახვანჰესის“ მილიარდახევარი კილოვატი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 600 მეგავატამდე ქარისა და მზის ენერგიის სადგურები შემოვიყვანოთ სისტემაში და დავაბალანსოთ ჩვენი ენერგოსისტემა.

ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი და რამდენადაც მე ვხვდები, ამ მიმართულებით დიდი ურჩობა და წინააღმდეგობა არ გვხვდება მოსახლეობიდან და არც რიონის ხეობის მცველებიდან.

აქ საუბარია იმაზე, რომ იქნება კი ეს ელექტრული უსაფრთხოება 15 წლის შემდგომ. ანუ მივადექით ხელშეკრულების არსს, ხელშეკრულების საიმედოობასა და მის ფუნქციებს. ამისათვის არსებობს უამრავი იურისტი და უამრავი ეკონომისტი, რომელსაც დეტალურად შეუძლია გაგვცეს პასუხი, თუ რა ეკონომიკურ საფრთხეებს შეიცავს. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ დამთავდება მე -15 წელი, დაიწყება მე-16 წელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ 15 წლის შემდგომ კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება“. – ამბობს ენერგოექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ჯიბეში ვერავინ ჩაიდებს და ვერ გაიტანს სახელმწიფოდან: ენერგეტიკოსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები