LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სამშენებლო, ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებთ – „ნოვაში“ 60%-მდე ფასდაკლებებია

461
ფ

ბოლო წლების განმავლობაში, ნოვას” მომხმარებლებისთვის ნოემბრის ბოლო პარასკევი და შაბათი-კვირა ყველაზე სახალისო დღეებს – ე.წ. “შავი პარასკევის” გრანდიოზულ ფასდაკლებებს ნიშნავს. მხოლოდ წელს, ეს ოთხი დღე, კიდევ უფრო ფერადი გახდება და მომხარებლების ინტერესიდან გამომდინარე, ხუთშაბათიც დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასდაკლებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. 26-27-28-29 ნოემბერს ,,ნოვას“ მთელი გუნდი მომხარებელს დაელოდება ძალიან ბევრი საჩუქრითა და სიურპრიზებით.

ფასდაკლებები გავრცელდება სხვადასხვა ბრენდის წამყვან პროდუქციაზე: წებოცემენტი 5,50 თეთრიდან, თაბაშირ მუყაოს ფილა 11 ლარიდან, კაფელი 11 ლარიდან , სახურავი 11,50 ლარიდან, ბურღი 55 ლარიდან. 60%მდე ფასდაკლება შეეხება ინგკოს ხელსაწყოებს, 20%-იანი ფასდაკლება ფავორის საღებავების, აბაზანის ავეჯის, კერამიკისა და ლამინატის სექციებზე გავრცელდება. ასევე 30 %-იანი ფასდაკლება შეეხება საახალწლო აქსესუარების სრულ ასორტიმენტს.

განსაკუთრებული ფასდაკლებები იმოქმედებს, „ნოვას“ მიერ წარმოებულ ქართულ პროდუქციაზეც. მომხმარებელს, ვინც ამ პერიოდში გეგმავს მშენებლობას, ან იმარაგებს მასალებს, არაჩვეულებრივი შანსი ექნება საუკეთესო ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე სამშენებლო მასალები.

წლევანდელი შავი პარასკევი კომპანიებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ბრენდები ცდილობენ, გრანდიოზული შოპინგი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“ უსაფრთხოების ზომები ყოველთვის მკაცრად კონტროლდებოდა, თუმცა ამ დღეებში მომხმარებელთა რაოდენობის მატების გამო, ჰიგიენისა და სანიტარიის დამატებითი ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდა.

„ნოვაში“ აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები არამხოლოდ ჰიგიენასა და სანიტარიას ეხება, არამედ, რაც მთავარია, მომხმარებელთა ნაკადის დარეგულირებას და მართვას: „სწორედ ამისთვის, გადავწყვიტეთ, ორივე მეგაცენტრი დილის 08:30სთ-დან საღამოს 20:30სთ-მდე გავხსნათ თბილისშიც და ბათუმშიც, რათა მომხმარებლის ნაკადი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და დავიცვათ როგორც ისინი, ასევე – ჩვენი კონსულტანტები და პერსონალი“.

„ნოვაში“ მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი არ იქნება ერთადერთი, რასაც ვირუსის გავრცელების ხელისშესაშლელად გამოიყენებენ. ფერად შავ პარასკევს მომხმარებლები კიდევ უფრო მეტი უსაფრთოების დაცვით შეძლებენ „ნოვას“ მეგაცენტრებში შოპინგს.

ასე რომ, მიუხედავად მცირე დაბრკოლებისა, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ 26-27-28-29 ნოემბერი, თუკი სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებთ. ქართული და უცხოური საუკეთესო ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქცია საუკეთესო ფასად; უამრავი საჩუქარი; დახლებში დამალული ვაუჩერები და შავი ყუთები, რომლებშიც სასიამოვნო სიურპრიზები მომხმარებელს ელიან და, რაღა თქმა უნდა, საახალწლო განწყობა ამ ოთხი გამორჩეული დღის თანმდევი იქნება: ორივე მეგაცენტრი მომხმარებელს საახალწლო და სადღესასწაულო დეკორაციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.

„ნოვას“ ფერადი შავი პარასკევის თავგადასავალი 26 ნოემბერს დაიწყება და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 20%-60%-მდე ფასდაკლებები თითქმის ყველა პროდუქტს შეეხება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g