LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ კომპრომისს მიაღწევენ – ვიოლა ფონ კრამონი

97
Capture

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების განცხადებას დამატებით განმარტავს და აღნიშნავს, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულები არიან, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის.

როგორც კრამონი აღნიშნავს, კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე აუცილებლად მიაღწევს, რასაც მოითხოვდა. მისივე თქმით,  “ორივე მხარემ უნდა დათმოს თავიანთი ამომრჩევლების გამო. სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა”.

“თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ. კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე აუცილებლად მიაღწევს, რასაც მოითხოვდა. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავიანთი ამომრჩევლების გამო. სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა.

დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა პარტიებს შორის პოლიტიკური ნება შეთანხმების მისაღწევად. მათი ეს პოზიცია გარკვეულწილად ბუნდოვანია, ეს კი რაიმეს მიღწევას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა იქნეს მიღებული.ქართველი ხალხის გამო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ ნება შეთანხმების მიღწევისთვის. ჩვენ საქართველოს საკმაოდ დიდ თანხას ვაძლევთ, რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი მაშინ, როცა ქვეყანა არ განვითარდება და რეფორმები არ გატარდება.

ცხადია, დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მარცხის შემდეგ კი ეს საკითხი რეალურია.

ევროკავშირს ებადება კითხვა, არის თუ არა გაერთიანება მზად, მისცეს მეტი თანხა ქვეყანას, სადაც არაა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის,” – განაცხადა “რუსთავი 2-თან” ვიოლა ფონ კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g