LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, ჩვენ ვითხოვთ აფხაზეთის აღიარებას.. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია“ – ინალ არძინბა

456
Untitled design (1)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთის სტატუსის საკითხი არ განიხილება და თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, აფხაზეთი უნდა აღიაროს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას: ინალ არძინბა 

არძინბამ ამის შესახებ რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში განაცხადა და თქვა, რომ აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა.

მისი თქმით, თბილისთან ოფიციალური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და დღის წესრიგში სწორედ ეს ორი საკითხია – ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტა.

„თუ საქართველოს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურს, მაშინ ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, სავალდებულო შეთანხმების აღიარებას და ხელმოწერას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენს რეგიონში სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, აფხაზეთის სტატუსი არ განიხილება არც ერთ პლატფორმაზე. თუ ვსაუბრობთ ჟენევის დისკუსიებზე, მაშინ განიხილება შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელზეც მოვითხოვთ, ხელი მოაწეროს ქართულმა მხარემ“, – განაცხადა არძინბამ და თქვა, რომ საქართველო უარს ამბობს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც „დამატებით რისკებს უქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან ის აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს -„რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები…

მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ, აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღიარა – უკვე იყო პრეცედენტი, როცა საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – თქვა ინალ არძინბამ.

არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია – აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები