LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდება, 11 ათასი რესტორნიდან მხოლოდ 500 გადარჩება – ბურჯანაძე

73
8bba10efe0bad3562962f49f714c5c0c

თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, შემდეგ ოპერირებას ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს და იქვე დასძენს, რომ შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში, რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ.

„მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის, რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g