ლიბანური წარმოშობის მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მეტიც, „ფორბსის“ რეიტინგით, 2010-2013 თავისი 50 მილიარდი დოლარით, „საკომუნიკაციო ინდრუსტიის მეფედ“ წოდებული სლიმი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.
fortuna.ge გთავაზობთ კარლოს სლიმის ცნობილ ბიზნესციტატებს:
- მოწესრიგებული პირადი ცხოვრება პირველ რიგში მორალურად გაძლიერებს.
- კომპრომისი და პასუხისმგებლობა – წარმატებული ბიზნესის მთავარი გარანტორია.
- თუ რაიმეს გაკეთება ჩაიფიქრე, აუცილებლად სწრაფად გააკეთე.
- ბიზნესი ჩემპიონატი არაა. არაა საჭირო კონკურენტებთან გაჯიბრება, რადგან ბიზნეში მთავარი კომპეტენტურობაა.
- სიმდიდრეს სიმდიდრე უნდა მოჰქონდეს, სწორედ ამიტომაა საჭირო მოგების მუდმივი ინვესტირება.
- სიღარიბე – განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
- საერთოდ არ მაღელვებს რეპუტაცია და აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას „იჭორავებენ“ ჩემზე შთამომავლები 100 წლის შემდეგ.
- ბიზნესი ხილის ბაღს ჰგავს, სადაც ნაყოფი უნდა გაუნაწილო სხვას და არა მთლიანად ხე.
- ცხოვრების ყველაზე მსუბუქ პერიოდშიც არ ღირს გაზარმაცება, რადგან სწორედ მობილიზაციის უნარი დაგეხმარება ყველაზე რთულ პერიოდში.
- რაც უფრო შეძლებულია ადამიანი, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ქველმოქმედებას.
ცნობილი გამონათქვამები