თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზში“ საჩუქრების აქცია გრძელდება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, „თალიზი“ 24 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, მოხმარებელს ხელსაყრელ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შეძლებს, თმის გადანერგვის შემდეგ, სრულიად უფასოდ იმკურნალოს.
„ნუ გაუშვებთ შანსს დაიბრუნოთ ჯანსაღი თმა და ახალგაზრდული იერი. აირჩიე თმა – აირჩიე „თალიზი“ 21 წლიანი გამოცდილებით. 12 ნოემბარმდე ჩვენთან თმის გადანერგვის შემთხვევაში, მიიღებთ სამკურნალო პროცედურების სრულ კურსს უფასოდ “, – აცხადებენ თმის გადანერგვის კლინიკაში.
მათივე ინფორმაციით, „თალიზს“ საინტერესო შეთავაზება ექნება მოხმარებლისთვის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებითაც. უფრო კონკრეტულად, 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, კლინიკაში თმის გადანერგვის პროცედურაზე ფასდაკლების აქცია იმოქმედებს, რომელიც 30%-იდან დაიწყება. ხოლო, ის, ვისაც გიორგი ჰქვია უფრო მაღალ პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებს -50%-ამდე.
ცნობისთვის, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი” დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს.
„დღეისთვის, „თალიზი” თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. ჩვენ ვართ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრები. „თალიზში“ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის ჩვენი ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიტვასა და ესპანეთში.
თმის ტრანსპლანტაციის უაღრესად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და 14 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თმის გადანერგვა „თალიზში” არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა გარანტირებული შედეგებით, ყოველგვარი გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. თმის გადანერგვას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მკურნალობა.
როგორია თმის გადანერგვის საუკეთესო მეთოდები
12 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ თმის ცვენის პრობლემას დაეთმო. როდის და რატომ უნდა მივმართოთ თმის ცვენისას სპეციალისტს, როგორც გავმიჯნოთ რა სახის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, რას გულისხმობს ტერმინი თმის გადანერგვა, როგორ მიმდინარეობს პროცედურა და რა შედეგებია ამ მხრივ საქართველოში – ამ და სხვა საინტრესო თემებზე დღეს ნატა ხარაშვილის გადაცემაში კლინიკა „თალიზის“ პლასტიკურმა ქირურგმა ეკა ყანდიაშვილმა […]
ჩვენს კლინიკას აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ცენტრში სისტემატურად ხდება თმების ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც“, – განმარტავენ თმის გადანერგვის კლინიკაში.
მათივე ინფორმაციით, კლინიკას გააჩნია საკუთარი სასწავლო ცენტრიც, სადაც კვალიფიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექიმები იმაღლებენ.