სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობის შესახებ საკუთარ ანალიზსა და მკვლელობის ჩამდენის ვერისებზე წერს.
“FSB განცვიფრებულია, უკვე მომზადებული ჰქონდათ ვის ტენიდნენ მკვლელობას, თურმე და ვიღაც ტიპებმა “არაო, ჩვენ ვქენითო”, ანუ ასეთ საქმეებს, როცა უნდათ, წლები იძიებენ და ვერ პოულობენ ვინ ქნა და როცა უნდათ, 12 საათში დაადგინეს ვის შეიძლებოდა ექნა და დაუმტკიცეს ბრალი (ყოფილ აზოველ ქალს, რომელიც გაშვერილი ხელის მანძილზე ყოფილა კონტაქტში დუგინასთან და რომელმაც რომ გაიგო დუგინა მოკლეს – მოხია რუსეთიდან. და მკვლელობა ჩაუტარებია ყველასთვის აფეთქებით და კვალი დაუტოვებია ისეთი რომ ლუპაც არ გჭირდება რომ მას დააბრალო).
“დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა” – რა ვერსიაზე მუშაობს რუსეთის „ეფ-ეს-ბე“
მაგრამ გამოხტა უცებ ორგანიზაცია და არია გეგმები – ბაზარზე იმ ვერსიის შემოტანით რომ ჩვენ ვქენითო ძმაო, დაგვიმტკიცეთ რომ არ გვიქნიაო, არც უკრაინელებს სჯერათ რომ იმათმა ქნეს და ეფესბეც ყველაფერს იპუტავს მაგათ არ უქნიათო. (ასეთი რამე ვაფშე გაუგონარია, ტერორისტული ორგანიზაცია რომ იბრალებს – ჩვენ ვქენითო და სპეცსამსახურები რომ უარობენ. ამაზე მეტი დაწვა ეფესბე-სი არ არსებობს). მაგრამ მე მომწონს, ანუ ყველას ჯობია იმ რუსების ორგანიზაციას ექნათ, არ უქნიათ, მაგრამ ჯობია!
არანაირ არავის ლოგიკაში არ ჯდება რატო უნდა ექნა ვინმეს გარედან ვაფშე, მაგრამ, ჩავუშალოთ ეფესბე-ს გეგმები და ვიძახოთ რომ არც უკრაინელებმა ქნეს, არც ეფესბემ იმათმა ქნესო, ანუ გავიმეორებ: თუ უკრაინა ხარ და თუ იწყებ “გამოჩენილ რუსებზე” შეტევებს, რითიც ხსნი პანდორას ყუთს და ილახავ სახელს საერთაშორისო ასპარეზზე, დაიწყებ არანაკლებ პუტინისათი (ასეც იქნება, თუ უკრაინა ვინმე ერთს მოკლავს – იქნება პუტლერი) და იმასაც შვები სასურველია ისე რომ ჩუმად მოკვდეს, მოწამვლით და გაურკვეველი იყოს რანაირად მოკვდა და არა აფეთქებით. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთში არავის მოკვლას აზრი არ აქვს პუტლერის ქვემოთ, არაფერი შეიცვლება, მარტო გააძლიერებ რუსების მოტივაციას იომონ.
“აზოვი” დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა
თუ ტერორისტული ორგანიზაცია ხარ და უნდა ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძოლო, ისევ – ან პუტლერს უმიზნებ, ან მის უახლოეს წრეს – ან აზრი არ აქვს, მარტო უარესს იზამ ვინმეს მოკვლით წემბოლე არანაირი აზრი არ აქვს პროპოგანდონების კვლას.
მაგრამ თუ მაინცდამაინც:
იწყებ ჯერ მუქარით მოგკლავთო მერე კლავ ვინმე ღირებულს, სალავიოვს მაგალითად, იმიტომ რომ მერე შენზე იქნება სულ ნადირობა, და ყველა აიყვანენ პირად დაცვებს დანარჩენი, ორმაგს, და მეორე მკვლელობას ვეღარ იზამ. დუგინის მკვლელობა, და აქედან აწეული ჰაიპი და დაბრალება უკრაინელებზე და 12 საათში უკრაინული კვალის მოძებნა აწყობდა მხოლოდ ფსბ-ს. ასე იძიებენ უმეტესობა მკვლელობებს, მოტივი რა არის. არავის არ აქვს მოტივი იმენა დუგინის მოკვლის, პუტლერი რომ მომკვდარიყო – ყველაფერი შეიძლება დუგინის მოკვლა ყველა სხვის მიერ “ცოტა სიშტერეა” და ფსბ-სგან, ძან თესლი სვლა ქვეყნის შესაკრავად და მტრის ხატის გასაძლიერებლად
ხოდა…”, – წერს უჩა აბაშიძე.
ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს