LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აზოვი” დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა

191
62e5571a8c365

“აზოვი” დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მკვლელობის შემსრულებელად გამოაცხადა და რომელიც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, “აზოვის” პოლკის წევრია არანაირი კავშირი არ აქვს “აზოვის” პოლკთან.

“ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი „სავიზიტო ბარათი“. თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის „აზოველების“ “ტრიბუნალისთვის” მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. „ტრიბუნალი“, – ნათქვამია “აზოვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ “უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მკვლელობის შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია, რომელიც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, “აზოვის” წევრია.

ამავე თემაზე:

ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g