„თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას“, – ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, ის დიდი სიამოვნებით იქნება ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე.
„გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება – იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა.
დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!
მსურს, 2025 წელს გაიმართოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. შედეგად, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დამშვიდდეს და ჩამოვყალიბდეთ სამართლიან საზოგადოებად, სადაც ადამიანი არ იჩაგრება და აქვს ღირსეული ანაზღაურება!“ – წერს კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ…
Posted by კახა ოქრიაშვილი / Kakha Okriashvili on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024