LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ყოველდღე თავიდან არ იბადები, ე.ი. ყოველდღე უბრალოდ კვდები!“ – ბობ დილანის ცნობილი გამონათქვამები

16498
ბობ დილანი

ცნობილი ჰიტის Knockin’ on Heaven’s Door ავტორი ბობ დილანი, რომლის კომპოზიციები 400 მეტ ფილმში გაჟღერდა, ნობელის პრემიის მფლობელი ერთადერთი მუსიკოსია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ბობ დილანის ფრაზებს:

ზოგი წვიმაში რომანტიკას ხედავს, ზოგი უბრალოდ სველდება.

გუშინდელი დღე – წარსულია, ხვალინდელი კი, არასდროს იქნება ისეთი, როგორსაც გეგმავ.

როცა პრესას ვეცნობი, ვხვდები, რომ სამყაროს ისინი მართავენ, ვინც არასდროს უსმენს მუსიკას.

შეუძლებელია იყო შეყვარებული და გონიერი ერთდროულად.

ადამიანები იშვიათად აკეთებენ იმას, რისიც სჯერათ, რადგან მეტწილად ისე მოქმედებენ, როგორც მოცემულ სიტუაციაშია სჭირდებათ და მერე ძალიან ნანობენ.

პოლიტიკოსები ყოველთვის იმაზე მეტ პრობლემას ქმნიან, ვიდრე გადაჭრა შეუძლიათ.

თავისუფლება არ არსებობს, არც თავისუფლების მოპოვება არ შეუძლია არავის, რადგან ჩიტიც კი, ცას არის მიჯაჭვული.

როცა არაფერი გაგაჩნია, არც დასაკარგი გაქვს არაფერი.

არ მიყვარს ბრიყვული საუბრები თანასწორობაზე, რადგან ერთადერთი, რაშიც ადამიანები თანასწორები არიან – სიკვდილია.

არაფერია იმაზე სტაბილური, როგორც მუდმივი ქაოსი.

ადამიანი მაშინაა ბედნიერი, როცა გამოფხიზლებასა და ჩაძინებას შორის იმას, აკეთებს, რაც მართლა მოსწონს.

სასაცილოა მოსაზრება, თითქოს მუსიკას სამყაროს გადარჩენა შეუძლია!

magti 5g