მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შედეგები, დაახლოებით, 10 დღის მერე გახდება ცნობილი და ამის გათვალისწინებით მოხდება რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე მსჯელობა. „თუ ყველა ბიზნესი მოთხოვნებს ზედმიწევნით შეასრულებს, პოზიტიურად ვართ განწყობილები, რომ შემსუბუქების შემდეგი თარიღი უფრო მალე დადგება. თითოეული ჩვენაგანის ხელშია ეს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განმარტებითვე, ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და გაუარესება არ მოხდეს. „სავარაუდოდ 1 კვირა, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა გახსნამ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
