ლეგენდარულ რეპერს, თუფაქ შაკურს 7 ივნისს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავს გაუხსნიან.
„ეს საკულტო არტისტი გარდაცვალებიდან დეკადების შემდეგაც განაგრძობს იყოს ეპოქის სულის ნაწილი და ის კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურა”, – აცხადებს ჰოლივუდის დიდების ხეივნის პროდიუსერი, ანა მარტინესი.
შაკურმა კარიერა ტურნეების მენეჯერობით დაიწყო, ასევე იყო მოცეკვავე ჰიპ-ჰოპ ჯგუფში, Digital Underground. მოგვიანებით მან წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო. ის West Coast-ის ლეგენდად იყო აღიარებული. 2017 წელს შაკური გახდა პირველი სოლო ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც „როკ-ენ-როლის“ დიდების დარბაზში შევიდა. ამერიკელი რეპერი 1996 წლის 13 სექტემბერს, ლას-ვეგასში მოკლეს. მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება.
2Pac-ის ,,ბენდენები” აუქციონზე 4000 დოლარად იყიდება
2PAC-ისა და ნოტარიოს ბიაიჯის მკვლელობაზე შექმნილი ფილმის პირველი ტრეილერი ჯონი დეპის მონაწილოებით