LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა ჩემი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დამიწესა…მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას: იოსებ ხვედელიძე თეატრიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

997
იოსებ ხვედელიძე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის უკვე ყოფილი მსახიობი იოსებ ხვედელიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რა მიზეზების გამო დატოვა სამსახური. როგორც იოსებ ხვედელიძე წერს, 2017 წლის შემდეგ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, მისი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დაუწესა, მოხსნეს ყველა ის სპექტაკლი, სადაც თავად იღებდა მონაწილეობას და ფაქტობრივად გაუნულდა ხელფასი.

მსახიობი წერს, რომ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს 5 წლის განმავლობაში მსახიობთან დიალოგის სურვილი არც ერთხელ გამოუთქვამს და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დაწერა განცხადება.

იოსებ ხვედელიძის განმარტებით, მან თეატრისგან მოითხოვა, რომ „განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო“, რაც არ მოხდა და ამის გამო ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული “სასჯელი” დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, „დარჩენილმა“ თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დაზღვევისთვის.

ჩემგან დაუსწრებლად სავარაუდოდ ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არც ერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემს კოლეგებს. რა თქმა უნდა ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას.

ცხადია აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს. ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს“, – წერს იოსებ ხვედელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები