LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურბო კაიენი ველოსიპედს სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებაში დაეხმარ

65

ტურბო კაიენი ველოსიპედს სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებაში დაეხმარა. ბრიტანელმა ნილ კემპბელმა ველოსიპედით 240 კმ/სთ–ის განვითარება შეძლო და ჰაერის წინააღმდეგობის გადალახვაში მას ყველგანმავალი Porsche Cayenne Turbo დაეხმარა.

რეკორდული სვლისთვის განკუთვნილი ველოსიპედი კომპანია Moss Bikes–მა ააგო და მისი აწყობისას 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებიც გამოიყენეს. მაღალი სიჩქარის ასაკრეფად ორ ბორბლიანმა ტრანსპორტმა სპეციალური ჩქაროსნული საბურავები მიიღო. Porsche–ს სპეციალური დამცავი ფარი დამოუნტაჟეს, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა და ველოსიპედი ნაკლები წინააღმდეგობით გადაადგილდებოდა.

ყველგანმავალს, რომელიც 4,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, რეკორდული მსვლელობის დროს კი მას მხოლოდ 177 კმ/სთ–ის აკრეფა ევალებოდა. ამის შემდეგ ველოსიპედი ავტომობილს მოშორდა და სიჩქარის აკრეფაც დამოუკიდებლად განაგრძო. ეს ყველაფერი საკმაოდ მცირე, 3 კილომეტრიან მონაკვეთზე მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები