LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურებით მოვიარე ეკლესია – მონასტრები, იქნებ სადმე ზუკა ვნახო… ვფიქრობ, რომ ის ცოცხალია“ – 8 თვის წინ გაუჩინარებული ბიჭის ამბავი: რას ჰყვება დედა

952
ზუკა გულაროვი

უკვე მე-8 თვეა, რაც კასპში 18 წლის გაუჩინარებულ ზუკა გულაროვს ეძებენ. დაკარგული გულაროვი, ოჯახის თქმით სახლიდან 12 დეკემბერს გამთენიას გავიდა, მას შემდეგ კი კავშირზე არავისთან გასულა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყველ­გან ჩა­ა­ტა­რეს, კას­პის მიმ­დე­ბა­რედ და ტყის მა­სივ­შიც დიდ­ხანს მი­დი­ო­და მისი ძებ­ნა, მაგ­რამ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს.

18 წლის და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, ზუკა გუ­ლა­რო­ვის ოჯა­ხი ისევ ახალ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს. და­კარ­გუ­ლი გუ­ლა­რო­ვის ოჯახს არ აქვს მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, თუ სად გა­უ­ჩი­ნარ­და 8 თვის წინ მათი შვი­ლი.

„იქ­ნებ ვინ­მე ფლობს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემს შვილ­ზე, იქ­ნებ ვინ­მეს სად­მე შეხ­ვდა, გთხოვთ და­მი­კავ­შირ­დეთ, და­მეხ­მა­რეთ და მა­პოვ­ნი­ნეთ ჩემი ზუკა ჩემი ნო­მე­რია 577622098 “, – წერს გულაროვის დედა ხა­თუ­ნა დუ­და­ური.

AMBEBI.GE ზუ­კას დე­დას, ხა­თუ­ნა დუ­და­ურს და­უ­კავ­შირ­და:

– ზუკა 2025 წლის 12 დე­კემ­ბერს, ღა­მით, კას­პი­დან, სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი არ­სად ჩანს. უკვე 8 თვეა მის მო­სა­ძებ­ნად ყვე­ლა­ნა­ირ გზას ვი­ყე­ნებთ. ვე­ძებთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ვე­ძებთ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ზუკა იმ­ყო­ფე­ბო­დეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 8 თვე გა­ვი­და და ზუ­კას ძებ­ნა არც ერთი დღე არ შე­წყვე­ტი­ლა. დღემ­დე არ ვი­ცით, სად არის ჩემი ზუკა და რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ისევ გან­ვა­ახ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სად­მე ნახა, სად­მე შეხ­ვდა ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რაც მის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლას ვთხოვ, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს ჩვენ­თვის და მოგ­ვა­წო­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია.

ღა­მით გა­ი­პა­რა ზუკა სახ­ლი­დან?

– 12 რი­ცხვი რომ თენ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზეა გა­პა­რუ­ლი და წა­სუ­ლი. უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვია. წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ტყე­ში და მთა­ში მარ­ტო გას­ვლა მოს­წონ­და და ასეთ რა­მე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი სად­მე არის და ცო­ცხა­ლია. ჯო­ჯო­ხეთს გავ­დი­ვართ, სი­ახ­ლე არა­ფე­რი არ არის, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ამ დრომ­დე არ გვაქვს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ. სი­ახ­ლე სამ­წუ­ხა­როდ არ მაქვს. ბავ­შვს ყველ­გან, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვე­ძებთ, რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით, ისე ფი­ზი­კუ­რა­დაც დავ­დი­ვართ ყველ­გან. არ ვიცი სად მოვ­ძებ­ნო. გუ­შინ გან­ვა­ახ­ლე ეს პოს­ტი იქ­ნებ ვინ­მემ ნა­ხოს, ან ვინ­მემ მოკ­რა თვა­ლი. უკვე არ ვიცი რა ვთქვა.

ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები