ტურისტები სულ მალე არატურისტულ ლონდონს, რომსა და ციურიხს იხილავენ. „The Leading Hotels of the worlds”-ის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ვიზიტორებს ევროპული ქალაქები განსხვავებული კუთხით დაანახოს. უცნაური შემოთავაზება მოიცავს ორიგინალურ მარშრუტს, რომელიც ასოციაციის სასტუმროში ცხოვრებას, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში ვახშმობას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა თუ წეს-ჩვეულებების უკეთ გაცნობას გულისხმობს. დასაწყისისთვის აღნიშნული ტურები ლონდონში, ციურიხსა და რომში იმოქმედებს და თუკი შეთავაზება გაამართლებს მას უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებიც შეუერთდებიან.