LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს ევროპის პოპულარულ კუნძულებზე ალკოჰოლის მიღებას აუკრძალავენ

117
657

ტურისტებს ესპანეთის პოპულარულ კუნძულებზე დათრობას აუკრძალავენ. ამის შესახებ The Mirror წერს.

გამოცემა აზუსტებს, რომ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ალკოჰოლის მიღებას მაქსიმალურად შეზღუდავენ. ამიერიდან დაშვებული იქნება დღეში 6 ჭიქის მირთმევა, თანაც არა ერთად. უფრო ზუსტად – 3 ჭიქა სადილზე და სამიც – ვახშამზე. ეს წესი გავრცელდება მაგალუფზე, პალმა-დე მალიორკაზე, მაიორკაზე და იბიცაზე.

„დასვენების დროს სიამოვნების მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა უკონტროლო ალკოჰოლს საჯარო არეულობა, ქონების დაზიანება და ადგილობრივებთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია გამოიწვიოს“ – ამბობენ შეზღუდვის ინიციატორები.

კანონის დარღვევისთვის იმოქმედებს ჯარიმა 750-დან 1500 ევრომდე და განმეორების შემთხვევაში ტურისტი შესაძლოა რამდენიმე დღით ციხეშიც მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები