ტურისტები გააფრთხილეს ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში ქუჩის ხელოვანები იყენებენ. ამის შესახებ სოცქსელებში არაერთმა მოგზაურმა დაწერა და ამ ისტორიებს ყურადღება Daily Mail-მა მიაქცია.
პიაცა-დელ-დუომოს მოედანზე ყალბი მხატვრები გამოჩნდნენ. ისინი რამდენიმე ნახატს ქვეითთა სავალ ნაწილთან ათავსებენ და სიტუაციას შორიდან აკვირდებიან. როგორც კი ვინმე გამვლელი ტილოს შემთხვევით ფეხს დააბიჯებს, მაშინვე გამოდიან და კომპენსაციას ითხოვენ.
„გინდ – დაიჯერეთ და გინდ – არა, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ადვილია, განსაკუთრებით ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიც ფლორენციის ცენტრია. ასე რომ ფრთხილად იყავით, „ – აღნიშნავენ დაზარალებული ტურისტები.