LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტი ფლორენციის მოედანზე დაპარკინგებისთვის კინაღამ ციხეში მოხვდა

110
Capture

იტალიის პოლიციამ დააჯარიმა ამერიკელი ტურისტი, რომელმაც თავისი Ferrari Spider ფლორენციის ცნობილ საფეხმავლო მოედანზე გააჩერა. CNN-ის ინფორმაციით, ტურისტს 500 დოლარის გადახდა დაეკისრა.

წითელი ფერის Ferrari-ს საჭესთან მოკალათება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გზა ხსნილია, მათ შორის იტალიაშიც.

ამერიკელმა კი სპორტქარი პირდაპირ ქვეითთა ბილიკზე გააჩერა, იქ სადაც ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს და მათი უმრავლესობა ცნობილი უფიცის გალერეისკენ მიემართება. პოლიციამ ტურისტი ადგილზევე დააკავა და 500 დოლარის გადახდა იქვე მოსთხოვა.

ამერიკელი ტურისტი საგზაო წესების დარღვევასთან ერთად ევროპული მართვის მოწმობის არქონისთვისაც დააჯარიმეს. Ferrari Spider შვეიცარიაში იყო დარეგისტრირებული და მოგზაურმა ის საერთაშორისო მართვის მოწმობის გარეშე დაიქირავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები