კანადელ ტურისტს გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე პასპორტი დაუხიეს. „CTV News”-ის ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
ამან კოშიკი და მისი მეუღლე ნიუმანი დასასვენებლად მექსიკის ერთ-ერთ კურორტზე მიემართებოდნენ. თუმცა, რეგისტრაციის დროს Air Canada-ს თანამშრომელმა კოშიკის პასპორტი შემთხვევით დააზიანა. მიუხედავად ამისა, წყვილი თვითმფრინავში მაინც აუშვეს და მათ გაფრენაც შეძლეს. თუმცა, მექსიკაში ჩასვლისას ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს და რამდენიმე საათში უკან, ტორონტოში გამოაბრუნეს. ჩაშლილი მოგზაურობა წყვილს 5 ათასი დოლარი დაუჯდა და მათ დიდი იმედი აქვთ, რომ „კანადის ავიახაზები“ კომპენსაციას გადაუხდის.