LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

68

კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. სამუშაოს დასრულების შემდეგ, კახეთის საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

კახეთის რეგიონთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები