LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის, ის ამაყობს Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით – უცხოური მედია

95
Red White Green Naughty Or Nice Christmas Card

„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს“, – ამ სათაურით გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია.

„ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, რვაათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციით და მდიდარი სამზარეულოს კულტურით,“-წერს გამოცემის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონიდან 4.4 მილიონს მიაღწია. 2019 წელს კი მოგზაურთა რაოდენობა ამ მონაცემებზე ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ამ შედეგმა ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 7.5% -ს შეადგენს.

სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ყორიაულის ციტატაა მოყვანილი.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის უსასყიდლოდ ვმართავთ ტრენინგებს უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკო პრინციპების დასანერგად“, – აცხადებს თამარ ყორიაული fDi Magazine-თან საუბარში.

„სანამ მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებისა და საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, ამასობაში ევროკავშირი, USAID, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა ორგანიზაციები ფინანსური კუთხით აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს, რომ რეგიონული პროექტები განავითაროს. მაგალითად, ევროკავშირმა შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად „პროექტი გრეტა“ წამოიწყო. ეს არის დასავლეთ საქართველოს სამთო რეგიონების 8 მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული 860 000 ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა. ასეთი გრანტებით მოქალაქეებს არა მხოლოდ სახლების შეკეთება და შემდეგ ორი ოთახის გაქირავება, არამედ ბიზნესი მოდელის შექმნა შეუძლიათ, სადაც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებიც არის გათვალისწინებული, “- წერს სტატიის ავტორი.

„fDi Intelligence Magazine -ს გამომწერთა თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან,“- აღნიშნავენ ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

იხილეთ fDi Magazine -ის მიერ საქართველოს ტურიზმის განვითარების შესახებ გამოქვეყნებული სტატია სრულად https://www.fdiintelligence.com/article/79875

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g