LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი პოლონეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

138
გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „TT Warsaw 2023“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.

„TT Warsaw 2023“-ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g