თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ავიაკომპანიის საიტის მეშვეობით ავტომობილის დაქირავება ხდება შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, Turkish Airlines-მა მსოფლიოში ყველაზე დიდ საავტომობილო გაქირავების კომპანია Enterprise Holdings-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თურქული ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ, Enterprise-ს ნებისმიერი განყოფილებიდან ავტომობილი დაიქირაონ. ამისთვის კი მათ, Turkish Airlines-ის ვებგვერდი და ასევე კომპანიის მობილური აპლიკაცია დაეხმარებათ.
ცნობისთვის, ჰოლდინგ Enterprise-ს კუთვნილებაშია სამი ბრენდი: Enterprise Rent-A-Car, National Car Rental და Alamo Rent A Car.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.