LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე, მიღებულია დაპატიმრება და იმის გამო, რომ პოლიციას სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის მცდელობაზე რეაქცია აქვს, თურმე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“ – წილოსანი სანქციებზე

142
ნინო წილოსანი

„დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციის დაწესება გვახსენებს იმ პროცესს, რაც ახლა ბრიტანეთში მიმდინარეობს, როცა ადამიანები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები გამო დააკავეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის განცხადებით, „იმის გამო, რომ ადამიანებს თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა არ აქვთ, თურმე, მიღებულია დაპატიმრება და იმის გამო, რომ პოლიციას სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის მცდელობაზე რეაქცია აქვს, თურმე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“:

აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვა – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

„ალბათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქციების მართვის პროცესებს თვალყურს ადევნებთ. ამ ქვეყნებში ადამიანებს სიტყვის თავისუფლებისთვის სასტიკად უსწორდებიან. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და პოლიცია ამაზე პასუხობდა. ამ ფონზე ევროპიდან ჩვენკენ როცა იშვერენ თითს და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, ალბათ ეს ორმაგი სტანდარტის მიღმა პოლიტიკური დაინტერესებაც არის.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციის დაწესება, თურმე რაღაც ირღვევა, ეს იმ პროცესს გვახსენებს, რაც ახლა ბრიტანეთში მიმდინარეობს, როცა ადამიანები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები გამო დააკავეს. ამას ამერიკიდანაც გამოეხმაურნენ. იმის გამო, რომ ადამიანებს თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა არ აქვთ, თურმე, მიღებულია დაპატიმრება და იმის გამო, რომ პოლიციას სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის მცდელობაზე რეაქცია აქვს, თურმე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. რა თქმა უნდა, სტანდარტები და მორალური კომპასი სრულად აღრეულია“, – განაცხადა წილოსანმა.

კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ

„ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g