LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ავიახაზები სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

1021
თურქეთის ავიახაზები

მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების სიხშირეს ზრდის.

ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, „თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს. 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50-ს მიაღწევს.

დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით განხორციელდება, ბათუმის მიმართულებით კი ავიაკომპანია კვირაში 11 რეისს შეასრულებს.

დამატებითი რეისი და ფრენების სიხშირის ზრდა უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს რეისებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები