LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ხელისუფლებამ 130 მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

138

თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს 100-ზე მეტი მედიასაშუალება, მათ შორის სამი საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელეარხი და 45 ყოველდღიური გაზეთი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

CNN Turk-ის ინფორმაციით, სულ 130 მედიასაშუალება იხურება.

ხელისუფლების ინფორმაციით, 1600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, მათ შორის 149 გენერალი და ადმირალი.

გუშინ შს მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს გადატრიალების მცდელობისთვის, მათგან 10 ათასი სამხედრო პირია.