თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით,ყველაზე მეტი, 36 ადამიანი, კასთამონუს პროვინციაში დაიღუპა, შვიდი მოქალაქე ემსხვერპლა სტიქიას სინოპში, ერთი კი – ბართინში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქასთამონუ, სინოფი და ბართინი სტიქიის ზონად გამოაცხადა.
„სტიქიის შედეგად ჩვენი 36 მოქალაქე დაიღუპა ქასთამონუში, 7 სინოფში და 1 ბართინში. 9 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას საავადმყოფოებში“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვისა და სტიქიური უბედურებების ადმინისტრაციის განცხადებაში.