LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა მაღალი ფასების გამო ტურისტების დაკარგვა დაიწყო

121
5465

პოპულარულმა თურქულმა კურორტებმა ტურისტების დაკარგვა დაიწყეს და თავად ქვეყნის მოქალაქეებიც კი ხშირად უპირატესობას საზღვრებს გარეთ დასვენებას ანიჭებენ.

ადგილობრივი გამოცემის Alanya Medya-ს ინფორმაციით, ყველაფერი ზედმეტად მაღალ ფასებს უკავშირდება.

თურქებმა პირველ რიგში ეგვიპტური შარმ-ელ-შეიხისკენ დაიწყეს ყურება, სადაც სრული პაკეტით დასვენება ბევრად უფრო იაფი გამოდის. სფეროს ექსპერტთა დაკვირვებით, ეგვიპტის ტურები უფრო ხშირად იყიდება, ვიდრე ადგილობრივი კურორტების.

ტურიზმის ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად ლირის გაუფასურება და ინფლაცია რჩება, რომელმაც გასული თვის შედეგით 75,45%-ს მიაღწია. ინფლაციის თვიური მაჩვენებელი 33,06% იყო და თურქული ლირა დოლართან შედარებით 33,06 მაჩვენებლით გაუფასურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები