LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა, შესაძლოა, ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას

54
46

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას, – საკითხზე თურქეთის მაღალჩინოსანმა ისაუბრა, რომლის ვინაობაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის გამო არ სახელდება.

თურქეთის მიერ მარცვლეულის უკრაინიდან გატანაში დახმარების შესახებ დისკუსიებს გამოცემა Reuters-თან ორი სხვა სანდო წყაროც ადასტურებს. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რუსეთში ის უფრო „ნეიტრალურად“ განიხილება.

შეგახსენებთ, უკრაინის შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რუსული აგრესიის გამო, ბლოკადაშია მოქცეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები