თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემიშოღლუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა.
ბალიქესირის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 29 ადამიანი. დაინგრა 16 შენობა და ათეულობით დაზიანდა.
ფოტო: Reuters
