ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევაში 7 სატრანსპორტო საშუალება იყო ჩართული. მათ შორის – ავტობუსები და სატვირთო. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.