9 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე თანხმობა, დადებითი პასუხი, უკვე 101-მა პირმა მიიღო, რომლებიც შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე საქართველოს მოქალაქე სამუშაოდ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გადავიდა.
საზღვარი თურქეთის და საქართველოს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 15 მარტს ჩაიკეტა. თვითდასაქმებულები საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქციებსაც მართავდნენ.
