LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დასვენების დღეებში ლოქდაუნი ამოქმედდა

173
74040

მაისის შემდეგ პირველად, თურქეთში დასვენების დღეებში სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. მიზეზი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელის დაფიქსირებაა.

83-მილიონიან ქვეყანაში 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან უსიმპტომოებიც, ეს პანდემიის დაწყებიდან, მარტიდან დღემდე ყველაზე დიდი რიცხვია.

პარასკევს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 193-ით გაიზარდა. რამდენიმე თურქულმა ტელევიზიამ ცარიელი სკვერებისა და ქუჩების კადრები გაავრცელა, რომელიც დედაქალაქ ანკარაში, ასევე სტამბოლსა და იზმირშია გადაღებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ადამიანების უმეტესობა წესებს ემორჩილება.

თურქეთი ამ დროისთვის მეოთხეა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები