ქართველი სტუდენტი მაშო ჯავახიშვილი, რომელიც ამჟამად სწავლას თურქეთში აგრძელებს, პარალელურად სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში საინტერესო კონტენტს აწარმოებს. ის გამომწერებს, მათ შორის ქართველ ტურისტებს თურქეთის შესახებ სასარგებლო და საინტერესო რჩევებს აძლევს.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა სტუდენტმა სასიამოვნო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან გაკვეთილის პროცესი გადაიღო, სადაც თურქ მასწავლებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მაგალითად მოჰყავს.
„გაკვეთილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების მაგალითით ხსნიან და თან ჩვენთან შესახვედრად ემზადებიან“, – წერს მაშო სოციალურ ქსელში.