LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

85
Untitled design (12)

თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა, ქვეყანაში ახალი რეგულაციების შემოღებას ეხმიანება და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

თურქეთში 82-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება

საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა  22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე ეკრძალებათ, ინფორმაციას ახალი რეგულაციების შესახებ კი მოქალაქეები ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან ოპერატიულ რეჟიმში მიიღებენ:

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

◼  ქ. ანკარაში  საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
◼  ქ. სტამბოლში  საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
◼  ქ. ტრაპიზონში  საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
◼  ქ. იზმირში  საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08″ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლება მორიგ შეზღუდვებს აწესებს – დღეს, საღამოს 19:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და 26 აპრილის დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g