LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში Wikipedia დაბლოკეს – ქვეყანაში ცენზურა იზრდება

71

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia, თურქეთის მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა. რამ გამოიწვია აკრძალვა ჯერჯერობით, უცნობია.

BBC-ს ცნობით, სტამბულში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ვირტუალური კერძო ქსელის მეშვეობითაც (VPN) კი ვერ შედიან ვიკიპედიის გვერდებზე.

სოციალურ მედიაში წერენ, რომ აკრძალვის მიზეზი, ვიკიპედიაზე, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გვერდზე, გაჩენილი კრიტიკული წერილები გახდა. 

თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება, 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგებით იზრდება. ქვეყანაში ამ საკითხზე აზრი ორადაა გაყოფილი.

თურქეთში დაბლოკილია ასევე, ადგილობრივი ონლაინ გამოცემა Hurriyet Daily News.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები