თურქეთში, რიზეს პროვინციის ქალაქ არდეშენში, ზღვამ ქართველი ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი 5 აგვისტოს ღამით მოხდა. 24 წლის ლაშა მალანიას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ის თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ლაშა მალანია სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
როგორც გამოცემა „მილიეთი“ წერს, მამაკაცი ზღვის სანაპიროზე სეირნობდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სანაპირო დაცვა იყო ჩართული, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლიდა ცუდი ხილვადობა.
თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველი ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო
შემთხვევა რიზეში, არდესენის ოლქში, წუხელ მოხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა. უწყების ცნობით, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და ექსპერტიზა უტარდება .