LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველი ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო

471
gocmenp

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო.

შემთხვევა რიზეში, არდესენის ოლქში, წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალგაზრდამ ტალღებს თავი ვერ დააღწია.

სანაპიროს დაცვა მთელი ღამე მუშაობდა მის საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ. ზღვამ ახალგარდა ბიჭის ცხედარი დილას გამორიყა.

როგორც ცნობილია, ლაშა მალანია რიზეში სამუშაოდ იყო წასული. მას სამშობლოში ოფიციალური პროცედურების შემდეგ გადმოასვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები