LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ

279
cms-image-000013173

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მე-18 კილომეტრზე მანქანა გადავარდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მობილური კავშირის არარსებობის გამო დეტალები ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.

როგორც პირველი არხი ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილზე დაყრდნობით წერს, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები