თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.