LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ოფიციალურად ჩაიკეტა

31

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ოფიციალურად ჩაიკეტა. ამის შესახებ თუშეთის გამგებელმა, ლადო კახოიძემ, განაცხადა. კახოიძის თქმით, ამ დროისთვის გზის გაწმენიდითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით, გვიან გაზაფხულამდე ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება თუშეთში დარჩენილ მუშებს და მოსახლეობას, მათი გადმოყვანა ვერტმფრენით მოხდება, რადგან უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო მოძრაობა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები