LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა გადაიკეტა

152

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა უამინდობის გამო დაიკეტა. ინტენსიური თოვის გამო გუშინ დილიდან ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

თუშეთის გამგებლის, ლადო კახოიძის განცხადებით, გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს. განსაკუთრებით კი რთული ვითარებაა აბანოს უღელტეხილზე, რის გამოც კახოიძე მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია ,,გერალი“ აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს დილიდან ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე თოვლის გაწმენდის სამუშაოებს დაიწყებს და ავტომანქანების მოძრაობა შესაძლოა დღის პირველ ნახევარში აღდგეს.

ფშაველი-ომალოს გზა ზამთრის სეზონზე, ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები